,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-19
სარეგისტრაციო კოდი
00000.00(0).00.000000
,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის       26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 287) დამტკიცებულ ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ნებისმიერი თვის 21 რიცხვამდე გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის ამ თვის ბოლო დღის 24 საათზე, ხოლო 21 რიცხვიდან გაფორმებული ხელშეკრულება – მომდევნო თვის ბოლო დღის 24 საათზე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია