“ფინანსთა სამინისტროსა ინისტ სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2000-08-18
სარეგისტრაციო კოდი
010.012.004.341
“ფინანსთა სამინისტროსა ინისტ სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.341

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №72

2000 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნება და დადგენილი ნიმუშის გრიფის მინიჭება განახორციელონ ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა (ლ. ძნელაძე, ვ. გიგოლაშვილი, ზ. სოსელია).

2. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა (ქ. ახალკაცი) მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნებული ინფორმაციის შეტანა საჯარო რეესტრში.

3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია