სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 410.012.004.282
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №103
2000 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში დამტკიცებისა და ცვლილების შეტენის თაობაზე
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნტი:
„დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე.”.
2. ბრძანების მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა” ქვეპუნქტი.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი