“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-78
მიმღები ორგანო
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-11
სარეგისტრაციო კოდი
150.012.004.239
“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგიტრაციო კოდი         150.012.004.239

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-78

2000 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების IV თავის 63-ე და 64-ე მუხლებში შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"63. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე; დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არიან საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილეები".

"64. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის უფროსი".

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კ. ბრეგვაძემ:

უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სახელმწიფო კანცელარიაში არსებული წესით და მისი გამოქვეყნება "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ვ. გვარჯალაძეს.

ბ. გულუა

კრებსითი — სრული ვერსია