სახელლწიფო სარეგისტრაციო კოდი 10.008.004.221
საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო
კომისიის დადგენილება №66/2000
2000 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
№ 65 მარტვილის და № 80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების ჩატარების შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის №28/2000 და №65 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცენტრალული საარჩევნო კომისიის №63/2000 დადგენილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს №65 მარტვილის და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების ჩატარების შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის №28/2000 და №65 მარტვილისა და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევნების ძირითად საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2000 დადგენილებები.
2. შეიქმნას ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი ზესაშვილი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები:
ილია გეგენავა,
შალვა ბებოშვილი,
დენის დავითაშვილი,
დემირ ნოზაძე,
ტარას გაგნიძე,
მერაბ ურიდია;
იურიდიული განყოფილების გამგე
ელდარ გოგიაშვილი.
3. ჯგუფმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები №65 მარტვილის და №80 ქედის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღისა და საარჩევნო ღონისძიებათა შესახებ.
კომისიის თავმჯდომარე
ჯ. ლორმინაძე