„ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-04-18
გამოქვეყნების თარიღი
2000-05-05
სარეგისტრაციო კოდი
380.012.004.215
„ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 380.012.004.215

საქართველოს იუსტიციის

 მინისტრის ბრძანება №48

2000 წლის 18 აპრილის

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის 14-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა თანდართული ნიმუშის მიხედვით:

ა) ნოტარიუსის სამსახურებრივი მოწმობა შესრულებულია А 5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით. მოწმობა ერთგვერდიანია, ზომით 28 სმ X 19,5 სმ (ცდომილება + 0, 1 ან 2 მმ); შეიცავს 2 (ორ) ძირითად დამცავ ნიშანს: ბორჯღალსა და „ნოტარიუსთა პალატის“ წარწერას. მოწმობის ფერია ცისფერი, 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ შესრულებულია შავი ფერით.

2. დამტკიცდეს ნოტარიუსთა სამსახურებრივი მოწმობების დასამზადებელი ქაღალდის ნიმუში. ქაღალდის სიმკვრივეა 32 გ/მ2.

ჯ. ხეცურიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია