„საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62/2000
მიმღები ორგანო
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2000-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.166
„საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ”

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.008.004.166

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება№62/2000

2000 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისა მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ

I. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის, აგრეთვე „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ №10/2000 დადგენილების მე-19 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უარი ეთქვას რეგისტრაციაში გატარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (აუსს) საქართველოს ეროვნულ სექციას.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                

ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია