“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/13
მიმღები ორგანო
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2000-04-05
სარეგისტრაციო კოდი
180.012.004.154
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 180.012.004.154

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის

ბრძანება №01/13

2000 წელი 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, საქართველოს კანონის 12-ე მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 6 თებერვლის №68 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების 17-ე მუხლის შესაბამისად. ვბრძანებ:

1. დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი, შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:

ა. 2000 წლის 30 მარტიდან, „ევროპა 2000“ 2 მარკა; ფრანგი მხატვრის ჟან-პოლ კოზინის ნამუშევარი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102 გრამიანი გუმირებული; თითოეული მარკის ტირაჟი 150 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში 10 (2X5).

ს. ესაკია

კრებსითი — სრული ვერსია