“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში უშანგი დონჯაშვილის და გია ჩხიკვაძისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32/2000
მიმღები ორგანო
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2000-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-03
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.118
“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში უშანგი დონჯაშვილის და გია ჩხიკვაძისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ”

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.118

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2000

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში უშანგი დონჯაშვილის და გია ჩხიკვაძისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  2000 წლის 12 იანვრის №7/2000 დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

უარი ეთქვას საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უშანგი დონჯაშვილს და გია ჩხიკვაძეს.

კომისიის თავმჯდომარე  ჯ. ლომინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია