“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-02
სარეგისტრაციო კოდი
410.012.004.108
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაიო კოდი 410.012.004.108

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №31

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების დანაყოფების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის, „დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა გადაყვანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 თებერვლის №43 ბრძანებულების, „სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანების შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პატიმართა და მსჯავრდებულთა ბადრაგირების ეფექტურად განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის ბადრაგირების შემდეგი დანაყოფები:

ა) თბილისის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში);

ბ) წყალტუბოს ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში);

გ) ზუგდიდის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურისა და №4 საპყრობილის (ქ. ზუგდიდი) დაქვემდებარებაში);

დ) ბათუმის ბადრაგირების დანაყოფი (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურისა და №3 საპყრობილის (ქ. ბათუმი) დაქვემდებარებაში).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია