“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
2000-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-17
სარეგისტრაციო კოდი
180.012.004.074
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი            180.012.004.074

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება N 8

2000 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ”ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ”საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მუხლ 1.5.-ს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით: ”საქართველოს რკინიგზაზე: ფოთი, ბათუმი-სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გაანგარიშებისას დაწესდეს ფასდათმობა: “ნავთობპროდუქტებისათვის – 24 პროცენტი, ხოლო სხვა დანარჩენი ტვირთებისათვის – 17 პროცენტი“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან და ძალაშია ა/წ 1 ივლისამდე.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია