სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.954
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №186/1999
1999 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
№10 გლდანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად თამაზ გიორგაძის არჩევის შესახებ №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. გაუქმდეს №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება №10 გლდანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრად თამაზ გიორგაძის არჩევის შესახებ.
2. №10 გლდანის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების თამაზ გიორგაძისა და თემურ გოცირიძის მონაწილეობით ჩატარდეს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე