სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.952
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №184/1999
1999 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
№49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე