სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.950
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №182/1999
1999 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
№69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის №1 და 22-ე საარჩევნო უბნებში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები №69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის №1 და 22-ე საარჩევნო უბნებში.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე