სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.949
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №181/1999
1999 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
№65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №№1-34 საარჩევნო უბნებში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
ბათილად იქნეს ცნობილი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები №65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №№1-34 საარჩევნო უბნებში.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე