„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-11-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-01
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.940
„საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.940

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №91

1999 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებულ „ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის ტექსტში სიტყვა „გადამყვანი” შეიცვალოს სიტყვით „გადამზიდავი”.

2.  პირველ მუხლში ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

3. მე-3 მუხლში პირველ პუნქტში სიტყვები „შესაბამისი მეთოდიკით” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდიკით”.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად მომსახურება გაუწიოს მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავებს”.

მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია