„ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 1 ივნისის №136, 13 ივლისის №178 და №179 ბრძანებების გაუქმების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
236
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-11-04
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-24
სარეგისტრაციო კოდი
090.012.003.925
„ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 1 ივნისის №136, 13 ივლისის №178 და №179 ბრძანებების გაუქმების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.925

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №236

1999 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 1 ივნისის №136, 13 ივლისის №178 და №179 ბრძანებების გაუქმების შესახებ

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვბრძანებ:

1. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 13 ივლისის №178 ბრძანება „მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე“;

2. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 1 ივნისის №136 ბრძანება „საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე“;

3. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 13 ივლისის №179 ბრძანება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე“.

დ. ონოფრიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია