„საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების ვადის განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
167/1999
მიმღები ორგანო
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
1999-10-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-10-29
სარეგისტრაციო კოდი
010.008.003.921
„საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების ვადის განსაზღვრის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.921

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №167/1999

1999 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების ვადის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ბოლო ვადად განისაზღვროს 1999 წლის 26 ოქტომბერი.

2. 1999 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნეს განხილული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არც ერთი განცხადება (საჩივარი).

ჯ. ლომინაძე

კომისიის თავმჯდომარე       

კრებსითი — სრული ვერსია