„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
278
მიმღები ორგანო
იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-09-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-24
სარეგისტრაციო კოდი
389.012.003.856
„უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.856

 

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება  №278

1999 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთის დაწესების შესახებ

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ი" ქვეპუნქტისა და „უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №549 ბრძანებულების შესასრულებლად ვბრძანებ:

1. უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საბუთების ლეგალიზაციისათვის სატარიფო განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ქონების საკითხებზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებისათვის – 70 ლარი;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტებისათვის – 70 ლარი;

გ) მოქალაქეთათვის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობისათვის – 50 ლარი;

დ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობისათვის – 30 ლარი;

ე) სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტებისათვის – 20 ლარი.

2. აღნიშნული თანხების 90% ჩაირიცხოს იუსტიციის სამინისტროს არაბიუჯეტურ ანგარიშზე და მოხმარდეს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და მოხელეთა მატერიალური და მორალური წახალისების სხვა ღონისძიებებს, ხოლო მისი 10% კი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ჯ. ხეცურიანი

კრებსითი — სრული ვერსია