„სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-3/583
მიმღები ორგანო
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-09-06
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-16
სარეგისტრაციო კოდი
020.012.003.831
„სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 020.012.003.834

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/583

1999 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ვბრძაბებ:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების  მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) "ბე"-ს გადახდის ქვითარი, რომლის გადახდა შეიძლება მოხდეს "გამყიდველის" საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან შუამავალი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისიტრაციის შემდეგ გაზეთებში "საკანონმდებლო მაცნესა" და "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ირმა ქავთარაძეს.

მ. უკლება

 

 

კრებსითი — სრული ვერსია