„ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53/1999
მიმღები ორგანო
ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
1999-08-25
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-02
სარეგისტრაციო კოდი
010.008.003.803
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.803

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №53/1999

1999 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური

ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, საორგანიზაციო განყოფილების გამგის დემირ ნოზაძისა და ამავე განყოფილების თანამშრომლის დალი დავითაშვილის შემადგენლობით.

2. დაევალოს ჯგუფს, მიიღოს ცნობა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდოს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამართულ პირველივე სხდომაზე.

თავმჯდომარის მოადგილე                                             გ. ზესაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია