„ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 03.09.1998 წლის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
104
მიმღები ორგანო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-08-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-17
სარეგისტრაციო კოდი
290.012.003.772
„ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 03.09.1998 წლის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.012.003.772

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №104

1999 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

”ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ” დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 03.09.1998, №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ” დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 03.09.1998, №97 ბრძანებაში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

I. “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ” დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 03.09.1998, №97 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭო ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

1. რევაზ ჩაგელიშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე;

2. მერაბ მაჭავარიანი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3. ნელი ხიდაშელი – ეკონომიკის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

4. გიორგი ბითაძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენრტის თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტთა საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;

5. ირაკლი მაჭარაშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის ცხოველთა სამყაროს დაცვის განყოფილების უფროსი;

6. ზურაბ გურიელიძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის ცხოველთა სამყაროს დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;

7. გივი ნინიკაშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი საქმიანობის მართვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი;

8. მამუკა ივანიაშილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი;

9. იასონ ბადრიძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის კონსერვაციული ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

10. აკაკი კომახიძე – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინსტიტუტ “საქზღვაექსის” დირექტორი;

11. გია მაჭარაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო თევზჭერისა და ნადირობის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსი;

12. ემზარ გეგეშიძე – ტრანსპორტის სამინისტროს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

13. მიხეილ კუტალაძე – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტ “საქთევზის” თავმჯდომარის მოადგილე;

14. ანზორ მესხიშვილი – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საადგილმამულო დავებისა და პრეტენზიების სამმართველოს უფროსი;

15. ლერი ჭოჭუა – სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობის და ტყითსარგებლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

16. ზაალ სიხარულიძე – დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

17. თემურ ქოქოსაძე – ზოოლოგიის ინსტიტუტის იქთიოლოგია-ჰიდროლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი;

18. ალექსანდრე გავაშელიშვილი – “ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი

2. იმერეთის რეგიონალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობას დაემატოს იმერეთის მხარის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პეტრე ჩუბინიძე.

II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-20 დღეს.

III. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

მინისტრის პირველი

მოადგილე                  ზ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია