,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №70, მუხლი 763) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი“.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წესდების დასამტკიცებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ქონების გადასაცემად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია