სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი 120.012.003.494
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №15
1999 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
ს.ს. „საქგაზი“-სათვის ბუნებრივი გაზის საბითუმო ფასის რეგულირებისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის დამტკიცების შესახებ
ქვეყნის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომრაგების უზრუნველსაყოფად და მისი რენტაბელური მუშაობის გათვალისწინებით, „ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დაუმტკიცდეს ს.ს. „საქგაზს“ ბუნებრივი გაზის საბითუმო ფასის რეგულირებისათვის რენტაბელობის ზღვრული დონე 18%-მდე.
2. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
თ. გიორგაძე