სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.012.003.381
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის
მინისტრის ბრძანება №56
1998 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის სარეალიზაციო ტარიფის (ფასის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებულ და რეალიზებულ ბუნებრივ გაზზე საბაჟო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშებისა ახალი წესის შემოღებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის სარეალიზაციო საბითუმო ტარიფის (ფასის) მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის სარეალიზაციო ფასი 123,9 (ასოცდასამი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით ყოველი 1000 (ათასი) კუბური მეტირისათვის, მათ შორის გაზის ტრანპორტირების ტარიფი 12,9 (თორმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი.
2. საკითხი შეთანხმებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისიტროსთან (1998 წლის 3 ივლისის №5-02-03/34 წერილი).
თ. გიორგაძე