„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-09-01
გამოქვეყნების თარიღი
1998-09-01
სარეგისტრაციო კოდი
090.012.003.358
„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“

საქართველოს ფინანსთა   მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 232

ქ. თბილისი

1998 წლის 1 სექტემბერი

ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ

1. მიღებული იქნეს საბაჟო დეპარტამენტის წინადადება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით, ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებულ ეთილის სპირტზე, შემოღებული იქნეს სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგ-ზე 8 თეთრის ოდენობით.

2. შემოღებული იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგზე 8 თეთრის ოდენობით.

3. ტრანზიტისა და რეექსპორტის რეჟიმით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასურის სახით მიღებული თანხა მთლიანად ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

 

ფინანსთა მინისტრი                                                                            მ. ჭკუასელი

კრებსითი — სრული ვერსია