„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის №090.012.003.256.) ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
174
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-07-07
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-07
სარეგისტრაციო კოდი
090.012.003.306
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის №090.012.003.256.) ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბრძანება № 174

1998 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებული „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გაცემის წესში“ (რეგისტრაციის № 090.012.003.256) ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 მარტის № 136 ბრძანებულების შესაბამისად ექსპერტიზაზე გასაგზავნად, დევნილი პირველი ჯგუფის ინვალიდი მეანაბრეების შემნახველი წიგნაკების შეგროვების პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 30 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებულ „პირველი ჯგუფის ინვალიდი მოქალაქეების ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების გეცემის წესის“ ზოგადი დებულების მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. დევნილმა მეანაბრემ ექსპერტიზაზე გასატარებლად საშემნახველო წიგნაკი ჩააბაროს შესაბამის მომსახურე ბანკებს ან მათ ფილიალებს, შემუშავებული მიღება-ჩაბარების აქტის (დანართი №2, ერთ გვერდზე) საფუძველზე, საიდანაც შეგროვებული საბუთები გადმოეგზავნოს საექსპორტო კომისიას“ .

მინისტრი  მ. ჭკუასელი

 

კრებსითი — სრული ვერსია