„ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
157
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-06-16
გამოქვეყნების თარიღი
1998-06-19
სარეგისტრაციო კოდი
090.012.003.298
„ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №157

1998 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №62 ბრძანებით დამტკიცებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 1998 წლის 19 მარტს რეგისტრირებულ (რეგისტრაციის № 090012003206) „ლატარიების და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მათი მოწყობის წესებში“ შევიდეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს სიტყვები „გარდა ნუმერაციის მქონე ბილეთებისა“. 

 

მინისტრი                                                                      მ. ჭკუასელი

კრებსითი — სრული ვერსია