(ძალადაკარგულია - 26.03.2026, №8)
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №1
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004, მუხლი 7) 142 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა) (ამოღებულია - 23.01.2020, №2);
ბ) (ამოღებულია - 23.01.2020, №2);
გ) (ამოღებულია - 23.01.2020, №2);
დ) ზემო აფხაზეთში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჯგუბურია) და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყონ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები ფინანსური და მატერიალური ბაზით.
3. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა 2 კვირის ვადაში აფხაზეთის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებული წარმომადგენლობის დებულების პროექტი და სტრუქტურა.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე მ. აკიშბაია