„ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის“ დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-05-07
გამოქვეყნების თარიღი
1998-05-07
სარეგისტრაციო კოდი
300.012.003.268
„ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის“ დამტკიცების შესახებ“
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №60

1998 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„ ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის “ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირებისათვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის პირველი  და მეათე პუნქტების შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა“ თანდართული სიის მიხედვით.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.

3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან  მე-7 დღეს.

მინისტრი    ნ. ჩხობაძე 

 

ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა

 

1. ბ-ნი თამაზ ჭოლოკავა –

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე

2. ბ-ნი ლევან ხარატიშვილი –

 

საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დე­პარ­­ტა­მე­ნტის სახაზინო საწარმო “ჰიდრო­ინჟგეო”­-ს დი­­რე­­ქტორი, დოცენტი, საქარ­თველოს საინჟინრო აკა­­დ­ე­მიის აკადემიკოსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

3. ქ-ნი მარიამ მაკაროვა –

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე­სურ­სების დაცვის სამინისტროს წყლის რესურს­ების დაცვის მთავარი სამმართველოს უფრო­სის მო­ად­გილე, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

საბჭოს წევრები:

4. ბ-ნი გივი ბერუჩაშვილი –

საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის „საქწყალპროექტი“ საინჟინრო ჰიდროლოგიისა და სელური ნაკადების განყოფილების უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

5. ბ-ნი ვახტანგ გვახარია –

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი  

6. ბ-ნი ჯემალ დოლიძე –

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრო­მეტეოროლოგიის  დეპარტამენტის ჰიდრო­მეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი, გეო­გრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

7. ბ-ნი ვახტანგ თევზაძე –

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყა­ლთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტ­ი­ტუ­­ტის დირექტორის მოადგილე სამე­ცნიერო ნა­წი­ლში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქ­­ტორი, პროფესორი, საქართველოს სოფ­ლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

8. ბ-ნი გივი თუმანიშვილი –

 

 

საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დე­პარ­ტა­­­მე­ნტის ჰიდ­რო­გეოლოგიის, საინჟინრო გეო­ლო­გიის და გეოეკო­ლოგიის სამმართველოს უფრო­ს­ი­ს მოად­გი­ლე, გეოლოგია-მინერა­ლო­გიის მეცნიერებათა კანდიდატი

9. ბ-ნი იოსებ კიტოვანი –

 

 

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სექტორული ეკონომიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე

10. ბ-ნი რევაზ რჩეულიშვილი –

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის განყოფილების უფროსი

11. ქ-ნი ეკატერინე საბაძე  –

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რეგი­ონული ეკონომიკის მთავარი სამმართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

12. ბ-ნი ბაადურ უკლება –

  

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტროს წყლის რესურ­სების დაცვის მთავარი სამმართველოს განყო­ფილების უფროსი

13. ბ-ნი აკაკი ფანჩულიძე –

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

14. ბ-ნი დიმიტრი შიშნიაშვილი –

საქართველოს მრეწველობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

15. ქ-ნი თამარ ჩიტოშვილი –

  

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი

16. ქ-ნი მარინა ხავთასი –

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის თევზის მარაგის რეგულირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

17. ბ-ნი ვაჟა ხუციშვილი –

  

საქართველოს ფინანსთა სამინი­სტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის და ინვესტიციური პოლიტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე

 


კრებსითი — სრული ვერსია