,,საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­­ლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე დამ­ტკიცდეს საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის თან­დართული სახელმწიფო პროგრამა.

მუხლი 2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კო­მიტეტთან ერთად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმ­წიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

მუხლი 3.  ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდე­ბარე შპს „მონიოს“ კუთვნილი საცურაო აუზის სამშე­ნებლო-სა­რეა­ბი­ლიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შპს „მო­­ნი­­ო­სათ­ვის“ შესაბამისი სესხის გაცემის მიზნით, საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის განკარგულების პროექტის მომზადება „სა­ქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სა­რე­ზერვო ფონდიდან საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტროსათვის 1350000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის გა­მოყოფის თაო­ბაზე.

მუხლი 4. ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელ­მწიფო პროგრა­მის ფარ­გლებში 2010 წელს განსახორციე­ლებელი ღონისძი­ებების დაფინანსების მიზნით (დანართის შე­საბამისად) სა­ქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მინის­ტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო და­წესებულებამ – სპორ­­ტი­სა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარ­ტამენტმა სა­ქარ­­თვე­ლოს ეროვნულ ოლიმპიურ კომი­ტეტ­თან შეთანხმებით უზ­რუნველყოს 1400000 (ერთი მი­ლიონ ოთხასი ათასი) ლა­რის სუბსი­დირების გზით განა­წილება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბის – სპორტისა და ახალგაზ­რდო­ბის საქმეთა დეპარტამენ­ტი­­სათ­ვის განსაზღვრული ასიგნებე­ბიდან.

მუხლი 41. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქ­მეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კო­მი­­ტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამ­ტ­­კი­ცებული პროგრამის ფარგლებში 2011 წელს განსახორ­ცი­ე­ლებელი ღო­ნისძიებების დაფინანსება (დანართის შესაბა­მისად) „სა­ქარ­თ­ველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართ­ველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალ­გაზ­რ­დობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგ­ნებე­ბიდან.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

მუხლი 5. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოებს, უზრუნველყონ მათ საკუთრებაში არსებული წყალ­­ბურ­თისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რე­ა­­ბი­ლი­ტაცია, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეო­ბათა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად რეგიონებში სპეცი­ალი­ზე­ბული წყალბურთის სექციების ჩამოყალიბება და მათი ფი­ნან­სური მხარდაჭერა.

მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                                  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო

პ რ ო გ რ ა მ ა

    მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამის მიზანი

1. საქართველოში წყალბურთის საკლუბო ინფრას­ტრუქ­­ტურის ჩამოყალიბება და კლუბების ფინანსური მდგრადობა.

2. წყალბურთისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღდგენა, შეკეთება და საერთაშორისო ბაზების მშენებ­ლობა.

3. საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში წყალ­ბურ­­­თის კერების აღდგენა და მათი შემდგომი ფუნ­ქცი­ონირების უზრუნველყოფა.

4. მაღალი დონის წყალბურთის ჩემპიონატების გა­მართვის უზრუნველყოფა.

5. წყალბურთში ასაკობრივი ჯგუფების შექმნა და მა­­ღა­ლი დონის საშეჯიბრო ღონისძიებების გამართვის უზ­­რუნველყოფა.

6. სასწავლო-საწვრთნელი პროცესისათვის ნაკრები გუნდების წინასაშეჯიბრო შეკრებების უზრუნველყოფა და აღნიშნულისათვის ოლიმპიური ბაზისის შექმნა.

7. წყალბურთში დასაქმებულ მწვრთნელ-პედაგოგთა და წყალბურთის პროცესის სხვა მონაწილეთა კვალი­ფი­კაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

8. ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზ­რუნ­ველყოფა.

9. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები­სათვის ლიცენზიის მოპოვება.

10. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში ეროვნული და სხვადას­ხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების მონაწილეობა.

11. ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა.

    მუხლი 2. სახელმწიფო პროგრამის ამოცანები და განხორციელების მექანიზმი

1. წყალბურთში სრულყოფილი სასწავლო-საწვრთნე­ლი ვარჯიშისათვის:

ა) აუზების აღდგენა: I ეტაპზე – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი; II ეტაპზე – გორი, თელავი, ხობი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი;

ბ) ახალი აუზების მშენებლობა: I ეტაპი – ბათუმი; II ეტაპი – ქუთაისი, ფოთი.

2. აუზების აღდგენის საფუძველზე შესაბამისი სპე­ცი­­ა­ლი­ზებული წყალბურთის სექციების ჩამოყალიბება.

3. წყალბურთის მწვრთნელთა, მსაჯთა, მენეჯერთა და ამ სფეროში მონაწილე სხვა მუშაკთა კვალი­ფიკა­ციის ამაღლების მიზნით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მოწყობა საჭირო ინფრასტრუქ­ტურით ქ. თბილისში (ილიას სახელმწიფო უნივერსი­ტეტთან ერთად).

4. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუამდ­გომ­ლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან წყალ­ბურ­თისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით და მათ საკუთრებაში არსებულ აუზებში საქართველოს ჩემპი­ო­ნატის გამართვის უზრუნველსაყოფად.

5. საქართველოს ჩემპიონატის გამართვა 4 ასაკობრივ ჯგუფში (ძირითადი და 1991-92, 1993-94, 1995-96 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის).

6. წყალბურთის სპორტული კლუბების აღდგენა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში (შემდგომ ეტაპზე – სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში) და მათი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უზ­რუნ­­ველ­ყოფა.

7. უცხო ქვეყნების სპეციალისტების ჩამოყ­ვანა წყალ­ბურთის საქმიანობის კოორ­დი­ნაციის მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

 

 

 

დანართი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით 2011 წელს დასაფინანსებელ ღონისძიებათა ნუსხა

 

1

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში (ევროპის ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირები)

2

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა

3

საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება

4

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის

აუზის იჯარა

 

5

საქართველოს ეროვნული შეჯიბრებების ჩატარება  (ეროვნული ჩემპიონატი, ასაკობრივი პირველობები და თასი)

 

6

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების, მენეჯერებისა და საექიმო პერსონალის შრომის ანაზღაურება

 

7

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებისა და მწვრთნელებისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის ანაზღაურება

 

8

ეროვნული შეჯიბრებების მომსახურე მსაჯთა პერსონალის შრომის ანაზღაურება, ეროვნულ შეჯიბრებებზე უცხოელი მსაჯების მოწვევის უზრუნველყოფა, ქართველი მსაჯების საერთაშორისო მსაჯთა სკოლაში გაგზავნისა და მათი სერტიფიცირების ხარჯების ანაზღაურება

 

9

ქართველ მწვრთნელთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება

10

უცხოელი სპეციალისტების მიერ საქართველოში სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ხარჯების (მგზავრობის, ცხოვრებისა და ჰონორარის ჩათვლით) ანაზღაურება

 

11

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო ინვენტარის, მოწყობილობებისა და ეკიპირების შეძენის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება

 

12

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენისა და სამედიცინო შემოწმება-დისპანსერიზაციის (წლის განმავლობაში ორჯერ თითოეული ნაკრები გუნდისათვის) ხარჯების ანაზღაურება

 

13

საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელთა საერთაშორისო ფედერაციების (ევროპის – LEN და მსოფლიოს – FINA) კონგრესებზე  დასასწრებად ყველა საჭირო ხარჯის ანაზღაურება

 

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 15.02.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია