საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინსიტროს
ბრძანება №2-159
1998 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
ჩინური წარმოების ორი მინიტრაქტორის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20-03.98 წ., №04-193/3-8 წერილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სამეურნეო მომსახურების სახაზინო საწარმო „სერვისის“ ბალანსზე რიცხული ჩინური წარმოების ორი მინიტრაქტორი „სინტაი-718“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს და საქართველოს სახელმწიფო ზოოვეტერინარულ უნივერსიტეტს.
2. სამეურნეო მომსახურების სახაზინო საწარმო „სერვისმა“ (ნ. ალთუნაშვილი) უზრუნველყოს ზემოთ ჩამოთვლილი ტრაქტორების ჩაბარება დადგენილი წესით.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ გ. დიდბარიძემ.
მინისტრი ბ. გულუა