„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-05
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №24

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საბაჟო საწ­ყო­ბის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრი­სა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინ­ს­ტრუქ­­ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შე­ტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იკისრებს ვალდებულებას, რომ საწყობში შეინახება მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომა­ტიუ­რი და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის განკუთვნილი საქონელი.“.

2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ საწყობში შეინახება მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის დიპლომა­ტიუ­რი და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის განკუთვნილი საქონელი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია