აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის („აფხაზეთის ხმა“ №27, 6.07.2001წ. ) 112-ე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112
აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. აკიშბაია
2006 წლის 11 მაისი