აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2006-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010010010.29(0).390.000005
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ   

მუხლი 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში  („აფხაზეთის ხმა“ №27, 6.07.2001 წელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №4, 30.11.2004 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 95-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად, არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.“

2. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოს ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

მუხლი 2

კანონი ძალაშია 2006 წლის 3 აპრილიდან.

 

თავმჯდომარე                                                                                    ი. ალასანია

 

კრებსითი — სრული ვერსია