აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-01
სარეგისტრაციო კოდი
010200000.32.040.000007
აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №4 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №4

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №5, 24.02.2005, მუხლი 15, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №7, 27.03.2007, მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

მთავრობის თავმჯდომარე                               მ. აკიშბაია

კრებსითი — სრული ვერსია