სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
57.05.1223
მიმღები ორგანო
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1995-12-04
გამოქვეყნების თარიღი
1995-12-04
სარეგისტრაციო კოდი
170.012.000.082
სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება

ოქმი №57.05.1223

1995 წლის 4 დეკემბერი

სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

სამინისტროს მიერ შემუშავებულია და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროსთან შეთანხმების (წერილი №II-3/3-679,27.II.95 წ.) საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია  ადგენს:

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო მფლობელისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა“ /თან ერთვის/.

2. დაევალოს იურიდიულ განყოფილებას „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ტექნიკური საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ კ. იოსელიანს.

მინისტრი

კოლეგიის თავმჯდომარე                                          ა. სილაგაძე

კოლეგიის მდივანი                                                    ნ. მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია