„სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრასპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
20.01.208
მიმღები ორგანო
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი
1994-10-06
გამოქვეყნების თარიღი
1994-10-06
სარეგისტრაციო კოდი
180.012.000.026
„სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრასპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო

ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის

დადგენილება

ოქმი №20.01.208

1994 წლის 6 ოქტომბერი

სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია ა დ გ ე ნ ს :

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა" (თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1993 წ. 14 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოტრანსპორტის პრივატიზაციის მეთოდიკა" და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1994წლის 4 მაისის №43 ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წ. 14 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოტრანსპორტის პრივატიზების მეთოდიკაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ".

3. დაევალოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას:

3.1. ორი დღის ვადაში მოამზადოს წერილი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში გასაგზავნად ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესის და შეფასების მეთოდიკის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

3.2. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული მეთოდიკის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ორი დღის ვადაში მოამზადოს შესაბამისი ბრძანება.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს.

მინისტრი                                                                                  ა. სილაგაძე

კოლეგიის მდივანი                                                                   ნ. მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია