საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის შესწორებული და განახლებული სასესხო ხელშეკრულების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2010 წლის 29 ივნისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის შესწორებული და განახლებული სასესხო ხელშეკრულება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3387–რს