,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი:

    „მუხლი 22. ხე-ტყის დამზადება სანიტარიული ჭრებით

1. ტყითმოსარგებლე, რომელიც ტყეების მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ახორციელებს სანიტარიულ ჭრებს, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დამზადებული ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას საშეშე მერქნის გადაზიდვა განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხეტყის დაკოტვრის გარეშე – მორის სახით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ხეტყეზე იხდის ამ მერქნიანი მცენარისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სამასალე ხეტყის ღირებულების ოდენობას.

3. ტყითმოსარგებლე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეს გადაწყვეტილება რჩება ტყითმოსარგებლის ვალდებულებად ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია