საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდის შესახებ“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის საინვესტიციო უფლებამოსილების გაფართოების შესახებ“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილებების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილებები „საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდის შესახებ“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის საინვესტიციო უფლებამოსილების გაფართოების შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2648–Iს