„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №210

2009 წლის 18 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ 41 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღება გამორიცხავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2009 წლის 5 ნოემბრამდე ამ დადგენილების შესაბამისად დანიშული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია