საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების და აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
საქართველოს შეუერთდეს ნაირობის 1977 წლის 9 ივნისის საერთაშორისო კონვენციას „საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების და აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2009 წლის 20 ოქტომბერი.
№1817–IIს