საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს ბრიუსელის 2009 წლის 11 ივნისის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2009 წლის 20 ოქტომბერი.
№1816–IIს