საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის საქმიანობის ანგარიში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 22 სექტემბერი.
№1657_IIს