საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს მინსკის 2002 წლის 7 მარტის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 11 სექტემბერი.
№1636–IIს