ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1608
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, ერთი ქვეითი ბატალიონისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ს დადგენილება

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს პ არლამენ ტის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენი ლება №4224 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდეგი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე:

ა) (ამოღებულია – 17.05.2013, №599);

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში − ორი ქვეითი ბატალიონისა და ერთი მსუბუქი ქვეითი ოცეულისა;

გ) თურქეთის კონტინგენტში – ორი სამხედრო მოსამსახურისა.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №5518 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №599 - ვებგვერდი, 17.05.2013წ.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 6 აგვისტო

№1608_ რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პ არლამენ ტის 2011 წლის 22 თებერვლის დადგენი ლება №4224 - ვებგვერდი, 25.02.2011წ.

2. საქართველოს პ არლამენ ტის 2011 წლის 20 დეკემბრის დადგენი ლება №5518 - ვებგვერდი, 23.12.2011წ.

3. საქართველოს პ არლამენ ტის 2013 წლის 17 მაისის დადგენი ლება №5 99 - ვებგვერდი, 17 . 05 .2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია