საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიება)“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს 2009 წლის 3 ივლისის „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიება)“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1408–რს