„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის№2714_Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1128
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის№2714_Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714–Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714–Iს დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან, გორის და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით №31, №32, №33, №47 და №85 საარჩევნო ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფათ თითოეულს – 1070 ლარი.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის პირველი

მოადგილე          მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2009 წლის 24 მარტი.

№1128–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია