საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ანზორ ერქომაიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ანზორ ერქომაიშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 13 მარტი.
№1038–Iს